განცხადების განსათავსებლად უნდა შემოხვიდეთ საიტზე რეგისტრაციის დროს არჩეული სახელით ან გაიაროთ რეგისტრაცია.
I.ვადები.
უფასო განცხადება განთავსდება 1 თვის ვადით, რის შემდეგაც საჭირო იქნება ხელახლა განთავსება. ფასიანი განთავსება გაგრძელდება გადახდის კვალობაზე.
II. პირობები.
უფასო განცხადებათა საიტი promote.ge წარმოადგენს საქმიანი, სარეკლამო და სხვა ინფორმაციის გაცვლის ვირტუალურ ”მოედანს”. რაც ნიშნავს იმას, რომ საიტის ადმინისტრაცია სთავაზობს თავის მომსახურებას ურთიერთ პატივისცემის პირობებით მიიღოს თქვენი განცხადებები, საიმედოდ შეინახოს, გაუწიოს რეკლამირება და უზრუნველყოს მათი ”წინ წაწევა” ინტერნეტ-სივრცეში. განცხადების განთავსების პროცესს წინ უსწრებს რეგისტრაციის მარტივი პროცედურა. დაურეგისტრირებელ საიტის სტუმარს განცხადების განთავსება არ შეუძლია. განცხადების განთავსებისას გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
გაცხადება უნდა შეიცავდეს მაქსიმალურად დაწვრილებით ინფორმაციას საქონლის/მომსახურების შესახებ, რომელსაც თქვენ ეძებთ ან თავაზობთ.
განცხადების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს იმ კატეგორიას (ქვეკატეგორიას), სადაც მას ანთავსებთ.
წინამდებარე საიტზე არ განთავსდდება განცხადებები, რომლებიც შეიცავენ:
წინადადებებს, მომსახურების ფორმებს და საქონელს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით განიხილებიან როგორც არალეგალური;
სამედიცინო პრეპარატების გაყიდვას;
ადამიანის ორგანოების ყიდვა/გაყიდვის წინადადებებს;
ყველა სახის იარაღის ყიდვა/გაყიდვას;
არანორმატიულ ლექსიკას, ასევე შეურაცხყოფელ გამონათქვამებს, მათ შორის რასისტულ და რელიგიური შინაარსის;
პორნოგრაფიას;
ძალადობისკენ და არასამართლებრივ ქმედებებისკენ მიმართული;
ნაციონალურ, რასობრივ, რელიგიურ, სქესობრივ და სხვა ნიშნების მიმართ დისკრიმინაციას;
განცხადებები, რომლებიც არღვევენ საყოველთაოდ მიღებული მორალისა და ზნეობის ნორმებს.
საიტზე არ განთავსდდება ისეთი განცხადებები, რომელთა ერთადერთ მიზანს შეადგენს სხვა არაკანონიერ ინტერნეტ-რესურსების წარმოჩინება - წინ წაწევას. საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას განმცხადებლის წინასწარი გაფრთხილებისა და განმარტების გარეშე წაშალოს ის განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამებიან შესაბამისი განყოფილებების (კატეგორიების) შინაარსს. განცხადების შინაარსზე საიტის ადმინისტრაცია არავითარ პასუხიმგებლობას არ იღებს თავის თავზე, ამიტომ იგი არავითარი გარემოებისა და შემთხვევისთვის არ აგებს პასუხს იმ ზარალის, დანაკარგებისა თუ ხარჯებისთვის, რაც განმცხადებლის აზრით გამოიწვია საიტის სარგებლობამ.
პირებთათვის, რომლებიც ეწევიან კომერციულ საქმიანობას, ბიზნესის სფეროს პროფესიონალურ მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ გამოყონ თავისი განცხადებები, არსებობს ფასიანი მომსახურება. მათ შეეძლებათ ბანერების და ღილაკების განთავსება კომერციულ საფუძველზე.
წარმოგიდგენთ იმ საქონელსა და მომსახურების ნუსხას, რომელთა გამოქვეყნებაც არაა დასაშვები წინამდებარე საიტზე:
სამხედრო შეიარაღების ყველა სახეობა, აქტიური დაცვის საშუალებანი, ასაფეთქებელი მასალები;
უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ განაცხადები (აქ არ შედის საკოლექციონერო მონეტების/ბანკნოტების ყიდვა-გაყიდვა);
სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, შხამები, ნარკოტიკული, მომწამლავი ნივთიერებანი და სხვა საშიში ნივთიერებანი;
ველური ეგზოტიკური ცხოველები და მცენარეები;
სახელმწიფო ჯილდოები, სსრკ-სა და საქართველოს საბრძოლო ჯილდოები, სამახსოვრო მედლები, ვეტერანთა საბრძოლო ნიშნები;
ნაქურდალი ნივთების გაყიდვის შესახებ განცხადებები;
ყალბი ფულის ნიშნების შესახებ;
მესამე პირის კუთვნილი ფასიანი ქაღალდები აქციების ჩათვლით;
ლიცენზიების, ნებართვების, საშვების, პირადობის სახელმწიფო მოწმობების გაყიდვის შესახებ;
იმ საქონლის გაყიდვა, რომელიც არღვევს მესამე პირის უფლებებს;
იმ საქონლის გაყიდვა და მომსახურების გაწევა, რომლებიც არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას;
მთლიანი პასუხისმგებლობა განთავსებულ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავენ აკრძალულ საქონლებსა და მომსახურებებს, იზიარებენ მხოლოდ განცხადებების მიმცემები. ანთავსებთ რა ინფორმაციას საიტზე promote.ge, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე პირობებს, რითაც თქვენზე ვრცელდება ყველა უფლება და ამასთან იღებთ თქვენს თავზე მთელ პასუხისმგებლობას საიტის კორექტული სარგებლობისთვის.