ii   yy   kk


 



  "დიდი სლემის" ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთათვის მალევე დასრულდა – მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობის პირველივე საკვალიფიკაციო წრეში დამარცხდნენ ჩვენი პირველი და მეორე ჩოგნები, ანა ტატიშვილი (158) და მაკა ჩახნაშვილი (217). ტატიშვილი ხორვატ კაროლინა სპრემთან დამარცხდა, ჩახნაშვილს კი ავსტრალიელმა მარია მირკოვიჩმა აჯობა. 16 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი "ორანჯ ბოულის" მერვედფინალშია. ქართველ ჩოგბურთელს ასაკის წყალობით შეეძლო 16-წლამდელთა ტურნირშიც ეთამაშა, თუმცა მან ახალგაზრდულ ასპარეზზე ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დიდების კატეგორია არჩია."ორანჯ ბოული" ფლორიდის შტატის ქალაქ კი ბისკეინში იმართება, ნიკოლოზმა ძირითად ბადეში გასაღწევად სამი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ მთავარი ტურნირის პირველ ორ წრეშიც იყოჩაღა. 14 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სააქტო დარბაზში ჩოგბურთის ფედერაციამ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გამართა. არჩევნებზე მხოლოდ ერთი კანდიდატის, მოქმედი პრეზიდენტის - ლეილა მესხის კანდიდატურა იყო წარმოდგენილი, რომელიც დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს კიდეც პრეზიდენტად მესამე ვადით. ლეილა მესხს ყრილობაზე მოსული 54-ვე დელეგატის (75-დან) ხმა ერგო .
  tt   ll   oo
  23 წლის ლადო ჩიხლაძემ საფრანგეთის ქალაქ ლა როშის ტურნირში (15 ათასი დოლარი) ტიტული მოიპოვა. ეს ორმაგად სასიხარულო ინფორმაციაა, ერთი რომ ლადო უმძიმესი ტრავმის მერე დაუბრუნდა კორტს და მისთვის ნებისმიერი წარმატება ფსიქოლოგიური სტიმულია   ალაბამას შტატის ქალაქი ტროა ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია. ტურნირის ფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა - ანა ტატიშვილმა ბრიტანელი ჯორჯია სტუპი (288) დაამარცხა – 7:6, 6:4 და კარიერაში მესამე ტიტული მოიპოვა.   WTA-ს ტურნირი სიცილიის ქალაქ პალერმოში საუკეთესო გამოდგა 25 წლის მაკა ჩახნაშვილის საჩოგბურთო კარიერაში. პალერმოს ტურნირის საპრიზო ფონდი 145 ათასი დოლარია. მსოფლიოს 208–ე ჩოგანი მაკა ჩახნაშვილი ამ შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ბადეში მოხვდა, სადაც სამი მეტოქე ჩამოიცილა გზიდან.
  tt1   tt2   kk1
  მას შემდეგ, რაც 25 წლის მაკა ჩახნაშვილმა (208) საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა, ის ბრწყინვალედ ათამაშდა და თუ ასე გააგრძელა, ალბათ, მალევე დაიბრუნებს პირველობას. მაკა ჩახნაშვილი იტალიაშია, სადაც WTA-ს ტურნირში თამაშობს, რომელის კუნძულ სიცილიაზე იმართება და რომლის საპრიზო ფონდი 145 ათასი დოლარია.   ბოლო 3 წელიწადი ზედიზედ მაკა ჩახნაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი იყო, თუმცა 25 წლის ჩოგბურთელის პირველობა დასრულდა – 18 წლის ანა ტატიშვილმა მას საგრძნობლად გაუსწრო კლასიფიკაციაში. ამასთან, ანა ტატიშვილი 168 ქულით მსოფლიოს 174-ე ჩოგანია, რაც მისი კარიერის ახალი მიღწევაა.   კვირას, ამერიკის ქალაქ ბოსტონში დასრულდა ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 50 ათასი ამერიკული დოლარია. მიუხედავად იმისა, რომ ანა ტატიშვილი ტურნირზე განუთესავი იყო, მან ზედიზედ ხუთი მეტოქე დაამარცხა და კარიერაში მეორე ტიტული მოიპოვა ერთეულთა თანრიგში.
  ii2   ll   ll3
  17 წლის ჩოგბურთელმა ლაზარე კუხალაშვილმა პირველად შეძლო პროფესიულ ჩოგბურთში წარმატების მიღწევა. ამ კვირაში მან ირლანდიის ქალაქ ლიმერიკის „ფიუჩერსის“ სერიის ტურნირში (15 ათასი დოლარი) იასპარეზა და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.   გამოქვეყნდა ქალ და ვაჟ ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგები. ქართველ ქალთა სიას სათავეში კვლავ 25 წლის მაკა ჩახნაშვილი უდგას. კარიერის ახალი რეკორდი დაამყარა 18 წლის ანა ტატიშვილმა, რომელსაც ელ პასოს 25-ათასიანი ტურნირის მოგებისთვის კუთვნილი ქულები დაერიცხა. ანამ ზუსტად 33 საფეხურით წაიწია წინ და დღეისათვის მსოფლიოს 212-ე ჩოგანია.   ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი ფეხბედნიერი აღმოჩნდა 18 წლის ანა ტატიშვილისათვის. 25-ათასიან ტურნირში ქართველმა სპორტსმენმა იმარჯვა და კარიერაში ერთეულთა თანრიგში პირველი ტიტული მოიპოვა. მე- 2 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა ფინალში ტურნირის პირველი ჩოგანი ამერიკელი ლორენ ალბანეზე (280) დაამარცხა - 6:4, 6:3.
  kk2   kk   ll
  18 წლის ანა ტატიშვილი (274) ამერიკული კარსონ სიტის ქალ ჩოგბურთელთა ტურნირის მეოთხედფინალშია, როგორც ერთეულთა ასევე წყვილთა შორის. შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია. მერვედფინალში ანას მეტოქე „უაილდ ქარდით“ მიწვეული ამერიკელი ელი ვილი (634) იყო, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა 6:7 (4:7), 6:0, 6:2 დაამარცხა.   მაკა ჩახნაშვილი მეორე საკვალიფიკაციო წრეში დაემშვიდობა „როლან გაროსის“ ტურნირს (24,6 მილიონი დოლარი). საქართველოს 25 წლის პირველი ჩოგანი (180) ბელგიელ იანინა ვიკმაიერთან დამარცხდა, რომელიც ორგანიზატორებმა მე-4 ნომრად განთესეს, ბრძოლა უთანაბრო გამოდგა – 1:6, 4:6 და ვიკმაიერი ფინალურ წრეში გავიდა, საიდანაც ძირითად ბადეში გასვლას შეეცდება.   25 წლის მაკა ჩახნაშვილს ჩინებული დებიუტი გამოუვიდა საფრანგეთის ღია პირველობაზე, 24,6 მილიონიანი საპრიზო ფონდის ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო წრეში ჩახნაშვილმა იაპონელ რიკა ფუჯივარას (179) მოუგო – 7:5, 1:6, 6:3. მეორე საკვალიფიკაციო წრეში ჩახნაშვილის მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი ბელგიელი იანინა ვიკმაიერი (95) იქნება.
  kk   kk   kk5
  საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი (180) პარიზშია, სადაც "დიდი სლემის" ტურნირში, საფრანგეთის ღია პირველობაზე ასპარეზობს. ტურნირის საპრიზო ფონდი 24 მილიონ 600 ათასი დოლარია. 25 წლის ჩახნაშვილი "როლან გაროსის" კორტებზე ოთხშაბათს გავა პირველად - პირველ საკვალიფიკაციო წრეში ჩვენებური 26 წლის იაპონელ რიკა ფუჯივარას (179) შეხვდება.   18 წლის ანა ტატიშვილმა (276) კარგად იასპარეზა ფლორიდის შტატში, ინდიან ჰარბორ ბიჩის 50-ათასიან ტურნირში. ანამ მეოთხედფინალში „უაილდ ქარდით“ მიწვეული 16 წლის ამერიკელი კრისტინა მაკლჰეილი დაამარცხა – 7:5, 6:1 და ნახევარფინალში გააღწია.   ჩოგბურთელთა ახალმა რეიტინგმა, რომელიც 5 მაისს გამოქვეყნდა, ცხრა საფეხურით ახეირა საქართველოს პირველი ჩოგანი ქალი მაკა ჩახნაშვილი. მაკამ ფრანგული კან სურ მერის 125-ათასიან ტურნირის მერვედფინალში გააღწია. ჩახნაშვილს 172 სარეიტინგო ქულა აქვს და ის მსოფლიოს 179-ე ჩოგანია.
  ll   ll   kk
             
Copyright 2009 by 'Ariasi'. All Rights reserved. http://www.promote.ge