სილამაზის სალონი "სილუეტი"
 
 
   
 
გაგვახარეთ, ეწვიეთ რა ჩვენს საიტს!

ჩვენი ცენტრი გთავაზობთ არა მარტო სილამაზის სალონებში არსებულ ყველა მომსახურებას, არამედ შეგეძლებათ ისარგებლოთ მაღალეფექტური პროცედურებით სხეულის რიგი პრობლემატური გამოვლინებების აღსაკვეთად.

თერმო-ელექტრო სისტემა TEI


ჩვენთან დანერგილია თერმო-ელექტრო სისტემა TEI - მეცნიერული მიღწევის მწვერვალი სხეულის კორექციისთვის. სასიამოვნო პროცედურებით თქვენ გეძლევათ მრავალნაირი შესაძლებლობა სხეულის კორექციისთვის. 10 ფართო ელექტროდი შეგიძლიათ დაიდოთ სხეულზე და აპარატის 21 სხვადასხვა პროგრამა გამოიყენოთ საჭიროების მიხედვით.

       

 

ჩვენთან შეგიძლიათ:
ფიგურის კორექცია და მოდელირება;
შეიმციროთ სხეულის მოცულობა და წონა;
გამოიყენოთ პროგრამები ცელულიტის საწინააღმდეგოდ;
ისარგებლოთ ჭარბი წონისა და სიმსუქნის საწინააღმდეგო პროგრამებით;
კანის სტრუქტურის გაუმჯობესება და გაახალგაზრდავება;
სტრიების გაქრობა კანზე;
კანის გამკვრივება და გადაჭიმვა;
კუნთების გამკვრივება და ტონუსის მომატება;
მშობიარობის შემდგომ მუცლის პრესის გამაგრება კუნთების მასისა და ძალის მომატება (სპორტსმენებისთვის);
კუნთის დაჭიმულობის მოხსნა;
სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება და მოწესრიგება;
ქვედა კიდურების შეშუპების შემცირება და გაქრობა;
ისარგებლოთ პროგრამით კლიმაქსისა და მენოპაუზის პერიოდისათვის;
განთავისუფლდეთ სტრესისაგან და უძილობისგან;
ისარგებლოთ ტკივილგამაყუჩებელი TENS დენებით, რომლებიც მოგიხსნით ტკივილებს გამოწვეული კუნთის დაჭიმვით, ნერვის გაღიზიანებით ან ქრონიკული ლოკომოტორული პრობლემებით.

 


TEI სისტემაში პირველადაა გამოყენებული კომბინირებული თერმოკორპორალური სტიმულაცია – ინფრაწითელი სხივების და დაბალი სიხშირის ელექტრული დენის მოქმედება, მაქსიმალური სინერგიული ეფექტით, ცელულიტისა და სტრიების მოსაცილებლად, სიმსუქნის სამკურნალოდ და სხეულის კორექციისათვის.



ცელულიტიანი სხეული (მარცხნივ)
მკურნალობის შემდეგ (მარჯვნივ)




ინფრაწითელი სხივების სითბური მოქმედება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ადუნებს კუნთებს და ქმნის კომფორტულ და უმტკივნეულო პირობებს ელექტროსტიმულაციისთვის. ამასთან, მოქმედების არეში ინფრაწითელი სხივები იწვევს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას, რაც მკურნალობის სეანსის დამთავრებიდან 48 საათის განმავლობაშიც გრძელდება. მკურნალობის ეს ახალი მეთოდი გამოირჩევა ორმაგი ეფექტითა და სწრაფი შედეგით. სისტემის 21 პროგრამა კი მრავალმხრივი ინდივიდუალური და ეფექტური მკურნალობის გარანტიაა. TEI სისტემა დაგეხმარებათ გალამაზდეთ, მოიხსნათ სტრესი და აღიდგინოთ ჯანმრთელობა.
თქვენ კონსულტაციას გაგიწევთ საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე კვალიფიციური ექიმი, მედიცინის დოქტორი, თამარ სარალიძე. ტელ: 22 11 47 (დილით და საღამოს) მობ.: 855 22 11 47 .

სხეულის სტიმულატორი


ჩვენს ცენტრს გააჩნია თანამედროვე ინოვაციური მულტიფუნქციური მიოსტიმულატორი, რომელიც დაგეხმარებათ სხეულის კორექციასა და სილუეტის მოდელირებაში. აპარატს აქვს 11 ძირითადი პროგრამა, რომელშიც გამოყენებულია 9 ტიპის მართვადი დენი 8 არხით, რაც უზრუნველყოფს სხეულის სხვადასხვა ესთეტიკური ნაკლოვანების აღმოფხვრას სწრაფად და ეფექტურად.
აპარატს შეუძლია:
ფიგურის კორექცია და მოდელირება;
წონის დაქვეითება;
გააჩნია ცელულიტის და სიმსუქნის პროგრამები;
ფიგურის რემოდელირება
კანისა და კუნთების ელასტიურობის მომატება;
კანის სტრუქტურის აღდგენა და გაახალგაზრდავება;
სხეულის დაქვეითებული ტონუსის მქონე უბნების გამაგრება;
მუცლის პრესის გამაგრება მშობიარობის შემდგომ პერიოდში;
კუნთების ტონუსის, მოცულობის და ძალის მომატება (მათ შორის სპორტსმენებისთვის);
კუნთების აქტიური აღდგენა დატვირთვის შემდეგ;
კუნთების ამტანობის გაზრდა დატვირთვისას;
თანმიმდევრობითი სასიამოვნო მასაჟი;
სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება და თანმიმდევრობითი
დრენაჟი;
ქვედა კიდურების შეშუპების შემცირება და გაქრობა;
მეტაბოლიზმის სტიმულაცია ლოკალურად;
TENS დენების მეშვეობით ანალგეზია და რელაქსაცია.

კოსმეტოლოგიური მომსახურეობა


ესთეტიკის ცენტრ ”სილუეტში” გაგვაჩნია კოსმეტიკური კომპიუტერიზებული მოწყობილება ETNA, სხეულისა და სახის მოსავლელად. ETNA –სთან ერთად სილამაზე თქვენს ხელშია. შეინარჩუნეთ ახალგაზრდული იერი.

მოწყობილება ETNA წარმოადგენს მრავალფუნქციურ კოსმეტიკურ კომბაინს სახისთვის აუტოტესტირებით, ლაზერით, ლიფტინგის ახალი მეთოდით (მიკრონიზებული დენებით), თერმოთერაპიით, დეზინკრუსტაციითა და იონოფორეზით. მისი სინერგიული მოქმედების შედეგად ხდება:
კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, გაჯანსაღება და გაახალგაზრდავება ლაზერის სხივით;
კანის გამკვრივება და გადაჭიმვა თერმოთერაპიით;
სახის მოდელირება და რემოდელირება;
ნაკეცებისა და ნაოჭების კორექცია ლაზერის სხივით;
სახის კუნთების გამაგრება და აწევა მიკრონიზებული დენებით;
აკნესა და აკნეს შემდგომი ნაწიბურების გაქრობა ლაზერის სხივით და პილინგით;
დეზინკრუსტაცია - კანის ღრმა წმენდა;
კანის კვების გაუმჯობესება და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება;
ბრძოლა კანის სიმშრალესთან;
ეპილაცია;
პილინგი აპარატითა და სხვადასხვა ნივთიერებებით;
სახის მოვლა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ. შეგეძლებათ ყურების გახვრეტა.
ესთეტიკურ ცენტრ ”სილუეტში” ფუნქციონირებს სილამაზის სალონი.
აქ თქვენ შეგიძლიათ:
1. თმის შეჭრა - დავარცხნა;
2. გაიკეთოთ სადღესასწაულო ვარცხნილობა;
3. შეგისრულოთ ეგზოტიკური ნაწნავი;
3. გაიკეთოთ მანიკური, პედიკური.
4. გაისწოროთ წარბები.




მთავარი | მომსახურება | გალერეა | კონტაქტი