კომპიუტერი და ალერგია




91.jpgმეცნიერების ნაწილის აზრით, კომპიუტერი რამდენიმე სერიოზული ალერგენის წყაროა. საქმე ისაა, რომ მონიტორის კორპუსი, ნორმალური მუშაობისას, ცხელდება რა 50 ცელსიუს გრადუსამდე, იწყებს ჰაერში ტრიფენილფოსფატის ანაორთქლის გამოტყორცნას.

 

ზუსტად ასევე ხურდება კვების ბლოკი, პრეცესორი და დანარჩენი “ნაწილები.” ისინი შეიცავს ფისებს, ფთორის, ქრომის, ფოსფორის შემცველ ორგანულ და არაორგანულ შენაერთებს, რომლებიც გახურებისას აუცილებლად გამოყოფენ ანაორთქლს.

სხვა საოფისე ტექნიკა – პრინტერი, უფრო ზუსტად, კი – პრინტერის ფხვნილი, რომლის საშუალებითაც ხდება ბეჭდვა, შეიძლება გახდეს ალერგიის მიზეზი.

 

გარდა ამისა, კომპიუტერში და მის გარშემო გროვდება
მტვერი და ჭუჭყი, მრავლდებიან მიკრობები. მონიტორი მტვერს იზიდავს. კომპიუტერული ალერგიის პროფილაქტიკა გულისხმობს სამუშაო ადგილის სისუფთავეს, ხშირ სველ გაწმენდას, ასევე, იმუნური სისტემის გაძლიერებას.