ფაუნის შესახებ

ცხოველები

ფრინველები

თევზები

ფაუნის შესახებ

1996 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოს ბიომრავალფეროვნების შეფასების ეროვნული პროექტი, რომლის ფარგლებში პირველად მოხდა ამ ბუნებრივი რესურსის შესახებ ინფორმაციის თავმოყრა. შედარებით დეტალური ინფორმაცია საქართველოს ფაუნის შესახებ, რომელიც ასახული იყო ამ პროექტის ანგარიშში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ ან ეწვიოთ “ნაკრესის” ვებ-გვერდს, რომელიც საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის ერთერთ წამყვანი ორგანიზაციაა

საქართველოს უხერხემლოთა მრავალფეროვნება

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები განაპირობებენ უხერხემლოთა ფაუნის სახეობრივ მრავალფეროვნებას. მათ შორის მრავალი ენდემია. უხერხემლოთა სხვადასხვა ჯგუფები განსხვავდებიან შესწავლის სისრულის მიხედვით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული ტაქსონი საკმაოდ კარგადაა გამოკვლეული. ეს პირველ რიგში ითქმის პეპლებზე (Lepidoptera: Geometridae), ხოჭოებზე (Coleoptera: Curculionidae, Carabidae), ბრტყელ ჭიებზე (Nemathelmintes); სიფრიფანაფრთიანებზე (Hymenoptera), თანაბარფრთიანებზე (Homoptera (რიგი) Psyllodea (ქვერიგი)). ენდემური და საფრთხეში მყოფ უხერხემლოთა სახეობების სიმრავლით გამოირჩევა საქართველოს შემდეგი რაიონები: დიდი კავკასიონის მაღალმთიანეთი, კოლხეთი, ბორჯომის ხეობა, ივრის ზეგანი, მესხეთის ქედის სამხრეთ მთისწინები.

 

საქართველოს თევზების მრავალფეროვნება

საქართველოს მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. მაგალითად, მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, 9 მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემს წარმოადგენს. მათ შორის აღსანიშნავია მტკვრის წვერა (Barbus lacerta), მურწა (Barbus mursa), ჭანარი (Barbus capito) და სხვ. შავი ზღვის აუზის თევზებიდან 6 სახეობა ენდემს წარმოადგენს; გარდა ამისა, აქ გავრცელებულია ზუთხისებრთა ოჯახის 5 სახეობა, რომელთა შორისაა გაქრობის პირას მყოფი ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio). გარდა ადგილობრივი სახეობებისა, საქართველოში გვხვდება 9 ინტროდუცირებული სახეობა, მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კარჩხანა (Carasius carasius).

საქართველოს ამფიბიები

საქართველოში გავრცელებულია ამფიბიების 12 სახეობა. მათგან აღსანიშნავია კავკასიური სალამანდრა (Mertensiella Caucasica), სირიული მყვარი (Pelobates syriacus), კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus) და სხვ. ამფიბიათა სახეობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს მთიანი კოლხეთის ტყეები.

ამფიბიებიდან — ენდემური კავკასიური ბაყაყი, კავკასიური ჯვრიანა, კავკასიური სალამანდრა (ეკუთვნის ენდემურ გვარს) და სხვა; წყალსატევებში ბევრია კალმახი, მურწა, წერი, შამაია, ხრამული, კობრი, ზოგან ზუთხი, ორაგული და სხვა. უხერხემლო ცხოველთაგან ბევრია ენდემური სახეობა. კავკასიაში ობობების 1002 სახეობა ბინადრობს.

საქართველოში გავრცელებული ქვეწარმავლები

საქართველოში გავრცელებულია ქვეწარმავლების 50-ზე მეტი სახეობა. მათ შორისაა: 3 სახეობის კუ; 27 სახეობის ხვლიკი და 23 სახეობის გველი (მაგ. Pelias kaznakovi, P. dinniki). ამათგან Pelias-ს გვარის წარმომადგენელი სამი სახეობის გველი და Archaeolacerta-ს წარმომადგენელი 12 სახეობის ხვლიკი კავკასიის ენდემია. კავკასიის ენდემს წარმოადგენს აგრეთვე ამიერკავკასიური მცურავი (Elaphe hohenackeri), მრავალი სახეობა მოწყვლადია მსოფლიო არეალის ფარგლებში.

ქვეწარმავლებიდან გვხვდება ხმელეთისა და წყლის კუ, გეკონები, ჯოჯო, ხვლიკები, ველის მახრჩობელა, მცურავები, ანკარები, გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა, ენდემური კავკასიური გველგესლა და სხვა.

საქართველოს ფრინველები

საქართველოში გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა. მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი (სანაპირო ზოლისა და პალიასტომის ტბის ჩათვლით) და ჯავახეთის ზეგნის ტბების სისტემა. საქართველოში გავრცელებული ფრინველებიდან 3 კავკასიის ენდემს წარმოადგენს: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogalus caspius) და კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzi).

ფრინველებიდან ენდემურია კავკასიური და კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო, კოლხური ხოხობი, შანთვალა ჩხიკვი. ბევრგანაა კაკაბი, გნოლი, იშვიათად გვხვდება დურაჯი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გამოსამთრებლად მოფრინავს სავათი და სარსარაკი. მთამაღალზე ბინადრობს მთის არწივი, ორბი, ბატკანძერი, მაღრანი, ალპური მთიულა და სხვა.

წვრილი ძუძუმწოვრების სახეობრივი მრავალფეროვნება

საქართველოში გავრცელებულია წვრილი ძუძუმწოვრების ოთხი რიგის 79 სახეობა: მწერიჭამიები - 10 სახეობა, ხელფრთიანები - 29 სახეობა, მღრღნელები - 39 სახეობა და კურდღლისნაირები - 1 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობები, როგორიცაა: Sorex caucasica, Sorex volnuchini, Talpa caucasica, Neomis schelkovnikovi, Sicista caucasica, Sicista khlukhorica, Sicista kazbegica, Prometheomys schaposchnikovi Chionomys gud და სხვა. არაენდემური სახეობებიდან აღსანიშნავია Suncus etruscus, Sciurus anomalus, Allactaga elater, Rhinolopus euriale, Rhinolopus mehelyi, Myotis emarginatus და სხვა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოში გვხვდება ინტროდუცირებული სახეობები (Sciurus vulgaris, Myocastor coypus, Ondatra zibethicus).

საქართველოს მსხვილი ძუძუმწოვრები

საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგის - მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების - 30 სახეობა. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო მსხვილ ძუძუმწოვართა არეალებისა და რიცხოვნობის კატასტროფული შემცირება. ამჟამად მრავალი მათგანი გაქრობის საფრთხის წინაშეა. ჯიქისა და ზოლიანი აფთრის მხოლოდ ერთეული ეგზემპლარებიღა შემორჩა. მთლიანად გაქრა ქურციკი და ნიამორის სამხრეთი (თრიალეთის ქედის) პოპულაცია. მსხვილ ძუძუმწოვრებს შორის აღსანიშნავია ორი სახეობის ჯიხვი: Capra cylindricornis და C. caucasuca, რომლებიც კავკასიის ენდემებს წარმოადგენენ.

კავკასიაში ნაირფეროვანია და წარმოადგენს ევროპული, შუააზიური და აფრიკული სახეობებისგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს. ძუძუმწოვრებიდან ენდემურია 2 სახეობის ჯიხვი (დასავლეთ კავკასიური და დაღესტნური). ენდემურია აგრეთვე ალპური მდელოების ბინადარი პრომეთეს მემინდვრია. სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში ცხოვრობს მუფლონი, ალპური მდელოებზე — ნიამორი და არჩვი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გვხვდება ქურციკი და ზოლებიანი აფთარი, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში - საიგა; ტყეებში მრავლადაა ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, მელა, ტყისა და თეთრყელა კვერნები, მაჩვი. კავკასიის სამხრეთ ნაწილში ალაგალაგ გვხვდება ჯიქი, ლელიანის კატა, ბრუცა, ხოლო თალიშის მთებში - მაჩვ-ზღარბი; ტყეებში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ტყისა და ყვითელყელა თაგვი. მრავაკგანაა წყლის მემინდვრია, ალაგ-ალაგ გვხვდება მიწის კურდღელი. მრავალადაა კურდღელი, სხვადასხვაგვარი ღამურა, მწერიჭამიებიდან — თხუნელა, ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა. კავკასიაში ნაირფეროვანია და წარმოადგენს ევროპული, შუააზიური და აფრიკული სახეობებისგან შექმნილ ფაუნისტურ კვანძს. ძუძუმწოვრებიდან ენდემურია 2 სახეობის ჯიხვი (დასავლეთ კავკასიური და დაღესტნური). ენდემურია აგრეთვე ალპური მდელოების ბინადარი პრომეთეს მემინდვრია. სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში ცხოვრობს მუფლონი, ალპური მდელოებზე — ნიამორი და არჩვი. აღმოსავლეთ კავკასიის ველებზე გვხვდება ქურციკი და ზოლებიანი აფთარი, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში - საიგა; ტყეებში მრავლადაა ირემი, შველი, გარეული ღორი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, მელა, ტყისა და თეთრყელა კვერნები, მაჩვი. კავკასიის სამხრეთ ნაწილში ალაგალაგ გვხვდება ჯიქი, ლელიანის კატა, ბრუცა, ხოლო თალიშის მთებში - მაჩვ-ზღარბი; ტყეებში ბინადრობს კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ტყისა და ყვითელყელა თაგვი. მრავაკგანაა წყლის მემინდვრია, ალაგ-ალაგ გვხვდება მიწის კურდღელი. მრავალადაა კურდღელი, სხვადასხვაგვარი ღამურა, მწერიჭამიებიდან — თხუნელა, ბიგა, კბილთეთრა, ფუღუ და სხვა.

დროთა განმავლობაში კავკასიის ფაუნა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბევრი სახეობა მოისპო, მაგ., 10 საუკუნის წინ — ლომი და კულანი (გარეული ვირი), XVII საუკუნეში — ავაზა, XVIII საუკუნეში — თახვი და ლოსი, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში - კავკასიური დომბა და თურანული ვეფხვი. კავკასიაში აკლიმატიზებულია ნუტრია და ენოტისებრი ძაღლი, ალთაური ციყვი (ჩრდილოეთ კავკასიაში), თელეთური ციყვი, ამერიკული წაულა (საქართველო, აზერბაიჯანი), ენოტი (აზერბაიჯანი) და სხვა. ქართული მეცხვარე ძაღლი, რომელსაც 19-ე საუკუნეში რუსებმა კავკასიური ნაგაზი უწოდეს, არის მსოფლიოში საუკეთესო მცველი ჯიშის ძაღლებს შორის.