ნიკოლ კიდმანი

,,ჯანსაღი კვება, ბევრი ძილი და აერობიკა’’ – სწორედ ამაში მდგომარეობს 43 წლის ავტრალიელი მსახიობის, ნიკოლ კიდმანის საიდუმლო. ,,ჩემი კვების რაციონში განსაკუთრებული ადგილი თევზისგან მომზადებულ კერძებს უჭირავს, რასაც მივაწერ ჩემი გარეგნობის შენარჩუნებას’’– ამბობს კიდმანი.

ის სიმაღლეში 1, 79 სმ–ია, მისი წონა კი მხოლოდ 65 კილოგრამი.
ავსტრალიელი მსახიობი და მოდელი, აღიარებს, რომ ის ძალიან ბევრ ხერხს მიმართავს სილამაზის შესანარჩუნებლად. და მაინც, რაში მდგომარეობს 40 წელს გადაცილებული მოდელის სილამაზის საიდუმლო?

ნიკოლის საყვარელ სამიანობას (ბუნებრივია კინოგადაღებების შემდეგ) მეგობრებთან ერთად სპორტულ დარბაზებში ყოფნა შეადგენს. ჰოლივუდის დანარჩენ ვარსკვლავებთან შედარებით, კიდმანს პრივილეგია აქვს, ის ბუნებრივად მაღალია, რაც მსახიობს ზედმეტი თავსატეხებისგან იცავს.

მსახიობს განსაკუთრებით ეშინია ქირურგების. ამის გამო, ის მუდმივად ჯანსაღ საკვებსა და ორგანულ დიეტებს მიმართავს. პესტიციდებისგან თავის დასაცავად ნიკოლმა იცის, რომ მის ასაკში კარგი კვების რეჟიმის, დღე–ღამეში ძილისათვის გამოყოფილი რამდენიმე საათსა და სპორტულ ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მსახიობი არ მალავს, რომ მას დღეში რამდენჯერმე ჭამა უყვარს – თან გემრიელად.

,,41 წლის ასაკში, როდესაც შვილი გავაჩინე, მქონდა რამდენიმე კილოგრამი მომატებული. ეს ჩემთვის დამატებითი სტრესისა და თავისტკივილის საგანი იყო. ამის გამო ფიტნესის დარბაზებს ხშირად ვსტუმრობდი. ფორმაში ჩადგომაც არ დააყოვნა’’– ამბობს მსახიობი.
კიდმანის საკვებ რაციონს სალათები, დიდი რაოდენობით თევზი და ზოგჯერ მაკარონი შეადგენს. მის მაცივარში საერთოდ ვერ ნახავთ ნახევარფაბრიკატებსა და ცხიმიან საკვებს. მსახიობს განსაკუთრებით უყვარს ზღვა. თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო, ამის ფუფუნება ხშირად არ აქვს. ,,ჩემთვის განსაკუთრებულია წყალთან ურთიერთობა. დღეში მინიმუმ 30–50 წუთამდე ვუთმობ საცურაო აუზს. ცურვა არის საუკეთესო საშუალება, შეინარჩუნოთ ფიგურა, ჯანსაღი პროცესებით’’–ამბობს მოდელი.

ამას გარდა, კიდმანი გატაცებულია ჩოგბურთით. ის კვირაში რამდენიმე საათს ჩოგბურთის კორტებზე ატარებს. კიდმანს ქალის ყველაზე სექსუალურ ნაწილად, მისი სახე მიაჩნია. ამის გამო კიდმანი მსოფლიოს ქალბატონებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით მოუარონ სახეს.

,,მსოფლიოში ბევრ ქალს ჰგონია, რომ ვერ მოუვლის საკუთარ თავს ისე, როგორც ამას ვარსკვლავები აკეთებენ. არადა მე პირიქით მიმაჩნია. ბევრ ქალს, მსახიობებზე მეტი დრო აქვს თავის მოვლის პროცედურისთვის. კვების სწორი რეჟიმი, ხილის ნაყინი, არც ისე ძვირადღირებული კრემები, ჯანსაღი კვება და ძილის ნორმალური გრაფიკი. ეს ქალების უმრავლესობას აქვს, რაც მათ სილამაზის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

კიდმანი დღემდე ერთ–ერთ ძვირადღირებულ სარეკლამო სახედ ითვლება მსოფლიოში. ის არ ატარებს 1,000 კარატიან ბრილიანტზე ნაკლებ სამკაულს. ათასობით დოლარს იხდის სადღესასწაულო, თუ საღამოს კაბებში.

ამის მიუხედავად, 2011 წელი მსახიობისთვის არც ისე წარმატებულად დაიწყო, მოდის კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში ავტრალიელი მსახიობი რამდენჯერმე მოექცა, არაადეკვატური კაბისა და ფეხსაცმლის გამო.

კრიტიკოსთა კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, ნიკოლ კიდმანი ერთ–ერთ მოთხოვნადი მსახიობია თავის სილამაზის გამო. ამ სილამაზეს მსახიობი, მის რაციონში სალათებისა და თევზის პროდუქტების არსებობით ხნის.