geo eng
gilaki
gilaki
gilaki
gilaki
gilaki
gilaki
gilaki
gilaki
gilaki
gilaki


საოჯახო სამართალი

       ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ოჯახური ურთიერთობები (მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს შორის). ამიტომაც ამ საკითხთა იურიდიული გადაწყვეტა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და ძალისხმევას. სასურველია ნებისმიერი კონკრეტული საკითხისა თუ პრობლემის გადაწყვეტა მოხდეს სიტუაციის გამწვავებამდე. საოჯახო საკითხების მოგვარებისას პროფესიონალი ადვოკატები წარმატებულად ახერხებენ მეუღლეებს შორის კონფლიქტის მოგვარებას არასასამართლო გზით და მათ შორის ორივე მხარისათვის სასურველი შეთანხმების მიღწევით. Eაღნიშნული დროისა და ფულის ზედმეტი ხარჯვისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. მხარეთა შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ჩვენი ადვოკატები დაგეხმარებათ თქვენი ინტერესების დაცვაში სასამართლოში.
       ჩვენს ადვოკატებს გააჩნიათ საოჯახო სამართალში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გთავაზობთ საოჯახო სამართალში იურიდიული დახმარების სრულ პაკეტს:

  • ხელშეკრულებების გაფორმება მეუღლეთა ქონებრივი მდგომარეობის (საქორწინო და ქონების განაწილების) შესახებ, მათ შორის განქორწინების შემთხვევაშიც;
  • განქორწინება და შვილებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;
  • სასამართლოს მიერ განქორწინება მხარეების სასამართლოში გამოცხადების გარეშე;
  • ალიმენტის საკითხები;
  • საერთო ქონების გაყოფა და შემდგომი რეგისტრაცია;
  • მეუღლეთა განქორწინებისა და მათი ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის საკითხების მოგვარება;
  • არასრულწლოვანი ბავშვების არზრდასთან დაკავშირებული საკითხები;
  • მამობის დადგენა და გასაჩივრება;
  • მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღდგენა;
  • შვილად აყვანასთან დაკავშირებული, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხები.
საიტის დამზადება
 
საიტის დამზადება
 
Copyright 2009 by 'Ariasi'. All Rights reserved. http://www.promote.ge