შ.პ.ს. “იმპულსი – 2004” შეიქმნა 2004 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის საბაგირო ტრანსპორტის ლაბორატორიის ფერომაგნიტურ ნაკეთობათა ურღვევი კონტროლის სექტორის ბაზაზე.

     საქმიანობის სფერო და მიზანი.
-სფერო – საბაგირო ტრანსპორტის (ბაგირგზების, ფუნიკულიორების, ვანტური გადასასვლელი ბაგირხიდების, ლიფტების, ამწე დანადგარების, კაბელ-ამწეს და სხვა) ფოლადის ბაგირებისა და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა კვანძების დიაგნოსტიკური ექსპერტიზის ჩატარება. აგრეთვე მაგისტრალური მაღალი წნევის გაზსადენების გადასასვლელი და ვანტური ბაგირხიდების მზიდი და საქარე ბაგირების, ვანტების, პილონების, ანძების, გამბჯენების და სხვა კვანძების მდგომარეობის დადგენა.
-მიზანი – ზემოაღნიშნული ობიექტების უსაფრთხო და ეფექტური ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
   
ჯგუფის შემადგენლობა :
   ალექსანდრე ქართველიშვილი – ფიზიკოსი – აღნიშნული მიმართულებით სამთო ინსტიტუტში მუშაობს 1962 წლიდან.
    შოთა ნადირაძე – ენერგეტიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი – მუშაობს 1978 წლიდან.
  კონსტანტინე სტეფანიდი – სამთო ელექტრო-მექანიკოსი – მუშაობს 1962 წლიდან.
    თემურ გოგიჩაიშვილი – ინჟინერ-მექანიკოსი – მუშაობს 1980 წლიდან.
    გიორგი ქართველიშვილი – იურისტი - მუშაობს 2008 წლიდან.

    ჩვენთან დაკავშირება : თბილისი – 86, ე. მინდელის ქ. 7 ; სსიპ გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტი.
    ალექსანდრე ქართველიშვილი - ტელ. 232 43 88; მობ: 577 41 47 64.
    ელ ფოსტა: a.kartveli@yahoo.com. ფაქსი 231 92 49.  
    საიტი: bagirebisdefeqtoskopia.ge.
 

ვალუტის კურსი


ამინდი დღეს